ჯონ ტერის ჯეიმი ო'ჰარას სიტყვები, რომ ტოტენჰემი მსოფლიო მასშტაბით უფრო მსხვილი კლუბია, ვიდრე ჩელსი, სასაცილოდაც არ ეყო.
„ღმერთო ჩემო, რას ბოდავს ეს ო'ჰარა დილიდან?
ეს სიტყვები - „სპურსი" და „მსოფლიოს მასშტაბი'" ერთადაც არ უნდა ახსენო, არასდროს.
მომისმინეთ, ისინი წინასასეზონო ტურებს დღემდე ჩრდილოეთ ლონდონშივე ატარებენ, რაც უბრალოდ სასაცილოა.
სხვათაშორის, გასულ უქმეებზე ტოტენჰემმა თავის მატჩზე დამპატიჟა, რომელიც 17:30-ზე იწყებოდა. მთხოვეს, 17:29-ზე მოვსულიყავი, რადგან ტიტულების ოთახის ექსკლურსიას ჩამიტარებდნენ, სასტარტო სასტვენისთვის კი უკვე ტრიბუნაზე ვიჯდები.
აი, რამდენად შორს არიან ისინი ამ სტატუსისგან, ჩემო მეგობარო." - აღნიშნა ჩელსის ექს-კაპიტანმა.