იტალიის ქალაქ გალიპოლიში დასრულებულ ჭადრაკის სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა 3 მედალი მოიპოვეს - სამივე ვერცხლის.
ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ: მიხეილ კეკელიძე (+50 ასაკობრივი კატეგორია), ზურაბ სტურუა (+65) და ნონა გაფრინდაშვილი (+65).
11 ტურის შედეგად, კეკელიძემ 9 ქულა მოაგროვა, სტურუამ - 8.5, ხოლო გაფრინდაშვილმა 7.5 ქულას მოუყარა თავი.
ხსენებული სამეულის გარდა, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ინგა ხურცილავამ, სოფიო ტარიელაძემ და სოფიო ნიკოლაძემ, ალექსანდრე ქაშაშვილმა და ზაზა ხოფერიამ წარმოადგინეს.