ლივერპულის მეკარე, ალისონ ბეკერი, სალაჰის განცხადებას და ინტერთან მატჩის განაცხადში ვერ მოხვედრას გამოეხმაურა.
ლიდსთან მატჩის სათადარიგოთა სკამზე გატარების შემდეგ, ეგვიპტელმა კლუბი და კერძოდ არნე სლოტი გააკრიტიკა.
„სალაჰის განაცხადში ვერ მოხვედრა მისი ქმედებების შედეგია. ის საკმარისად ჭკვიანია, რომ ეს თავადაც გაიაზროს.
დიდი ხანია კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. ერთი წელი რომაში ვითამაშეთ ერთად, ახლა კი მერვე წელია ლივერპულში ვთამაშობთ.
ის ამ კლუბის ლეგენდაა. რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ, თუმცა ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება.
არამგონია, მოს ვინმეს მიმართ უპატივცემლობის გამოვლენა ნდომოდა. მას აქვს უფლება ილაპარაკოს და თავისი სიტუაცია ისე გადმოსცეს, როგორც თავად გრძნობს.
იმედი მაქვს, მას ლივერპულის მაისურით კიდევ ვიხილავთ. თუმცა, ეს კლუბსა და სალაჰს შორის უნდა გაირკვეს, მე არაფერ შუაში ვარ." - აღნიშნა ბრაზილიელმა.