ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესიზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რაც ლეო მესის წასვლისას მოხდა, არ ვნანობ. ბარსა ყველაზე ზემდგომია.
მიხარია, რომ მესი კვლავ ვიხილე კამპ ნოუზე, თუმცა არა, არ ვიცოდით, რომ ის მოდიოდა. ჩვენ გვიყვარს ის. ეს მისი სახლია და მან ეს იცის. ვფიქრობ, ის იმსახურებს ისტორიაში საუკეთესო გამოსათხოვარ ცერემონიას.
შეიძლება თუ არა, რომ ლეო მესი ბარსელონაში ექვსთვიანი იჯარით დაბრუნდეს? მესის, ჩვენი მოთამაშეების და წევრების პატივისცემის გამო, ეს არ არის ის დრო, როცა არარეალურ სცენარებზე უნდა ვისაუბროთ.
მესის სტუმრობა კამპ ნოუზე? არ ვიცოდი, რომ მოდიოდა, მაგრამ სტადიონი მისი სახლია. როგორც მითხრეს, ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო, მან უბრალოდ ვახშამი დაასრულა და მეგობრებთან ერთად იქ მისვლა მოუნდა.
სწორია, რომ ლეო ყველაზე ლამაზ დამშვიდობებას მიიღებს მსოფლიოში. როგორც კი სტადიონი დასრულდება, გვექნება 105 000 გულშემატკივრის ტევადობა და სწორედ ამას გავაკეთებთ. ამაზე ვმუშაობთ.“ - განაცხადა ბარსელონას პრეზიდენტმა.
მესი: "ბარსელონა ძალიან გვენატრება, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ"