სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ATP-ს შემაჯემებელ ტურნირზე ოფიციალურად გაირკვა ნახევარფინალური წყვილები.
მას შემდეგ, რაც დღევანდელ სათამაშო დღეს კარლოს ალკარასი ზვერევთან დამარცხდა, ხოლო მეორე მატჩში რუუდმა რუბლევს სეტი მოუგო, ჯგუფში სიტუაცია საბოლოოდ დალაგდა.
B ჯგუფიდან პირველი ადგილით ალექს ზვერევი გავიდა, მეორეთი კი - კასპერ რუუდი.
შესაბამისად, შემაჯამებელ ტურნირზე ასეთი ნახევარფინალები მივიღეთ:
სინერი - რუუდი
ზვერევი - ფრიტცი.
ორივე შეხვედრა უკვე დღეს, 16 ნოემბერს გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები