კილიან მბაპემ თანამემამულე დაიო უპამეკანო შეაქო.
ცენტრალურ მცველს ბაიერნთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და იწერება, რომ ფეხბურთელით მადრიდის რეალი ინტერესდება, რომელიც მზადაა უპამეკანო უფასოდ დაიმატოს.
„უპამეკანო? ამ სეზონში მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველს ეძახიან, ის დომინანტური მცველია.
დაიო ისედაც ძალიან დიდ კლუბში თამაშობს. არც ისე ბევრი კლუბი არსებობს ბაიერნზე დიდი, მაგრამ მაინც არსებობს.
არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ როცა ასეთი დონის მცველზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მის დამატებას ყველა კლუბი ისურვებდა." - აღნიშნა მბაპემ.