ბარსელონა ნიუკასლის შემტევის ენტონი გორდონის ტრანსფერზე პროგრესს აღწევს, იტყობინება Mundo Deportivo.
მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა ბაიერნისა და ლივერპულის მხრიდან, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი პრიორიტეტად კატალონიურ კლუბში გადასვლას მიიჩნევს და სურს შეუერთდეს პროექტს, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჰანსი ფლიკი, დეკუ და ჟოან ლაპორტა.
ბარსელონას სპორტული დირექტორის ბოლო ვიზიტი ლონდონში მხოლოდ ჩელსის ცენტრფორვარდ ჟოაო პედროსთან კონტაქტის დასამყარებლად არ ყოფილა - ვიზიტი ასევე დაკავშირებული იყო ენტონი გორდონის გადმოყვანის ძლიერ ინტერესთან, რომელიც კლუბისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.
ბოლო დღეებში ლივერპულიც ჩაერთო ინგლისელი თავდამსხმელის ბრძოლაში, რომელზეც უკვე ინტერესს იჩენდა ბაიერნი. მერსისაიდელებს სურთ შეტევის გაძლიერება იმედგამაცრუებული სეზონის შემდეგ, რომელიც დასრულდა ერთ-ერთი ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის, წასვლით.
დეკუს ლონდონური ვიზიტი, სადაც მას თან ახლდნენ ბოიან კრკიჩი და ჟოაო ამარალი, თითქოს უკვე ბარსელონას სასარგებლოდ ცვლის ვითარებას.
ახლა საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, თუმცა ბარსელონას წარმომადგენლების ძალისხმევის შემდეგ, გორდონი განსაკუთრებით მოტივირებულია ბლაუგრანას მაისური მოირგოს.