The Athletic-ის ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედიდან მარკუს რაშფორდის დამატებას უახლოვდება.
კატალონიელებმა შუამავლების საშუალებით შეთავაზება გააკეთეს რაშფორდის იჯარის წესით დამატებაზე, შეთავაზება გამოსყიდვის უფლებასაც მოიცავს. მანჩესტერი თანახმაა, გარიგება ჯერ არ შემდგარა, თუმცა მოლაპარაკება ბოლო ეტაპებზეა.
ფლიკი 27 წლის ინგლისელის დამატებას მიესალმება. მარკუსი ბარსელონას საფეხბურთო და ფინანსურ დონეს შეეფერება. რაშფორდმა ბარსელონაში გადასვლაზე თანხმობა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, ის ბარსაში თამაშზე ოცნებობს.
ბლაუგრანასთვის ლუის დიასის ტრანსფერი ძვირია, ამიტომ ისინი მთლიანად მარკუსზე არიან გადართული.
ინგლისელმა შემტევმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით ასტონ ვილაში გაატარა.