ესპანეთის ქალაქ პამპლონაში მიმდინარე ბატუტზე ხტომის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა.
ქრისტინე პლეხანოვმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 93.050 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია დაიკავა, ფინალში კი, 49.550 ქულით, მე-3 შედეგი აჩვენა.
შედეგად, ქართველი სპორტსმენი მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.