კოლუმბიელი შემტევი ლუის დიასი ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მიუნხენური კლუბი ლივერპულს ახალი შეთავაზებით მიმართავს, მას შემდეგ, რაც მერსისაიდელებმა პირველი, 67-მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრეს.
თავად ფეხბურთელს ენფილდის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ბაიერნში გადასვლის ვარიანტს დადებითად აფასებს.
მიუნხენელების გარდა დიასით ბარსელონაც ინტერესდება, რომელიც ამ ეტაპზე ფეხბურთელის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
თუმცა, რომანოს თქმით, ბაიერნი მზად არის, ლუის დიასის სანაცვლოდ კატალონიელებზე გაცილებით მეტი ფული გადაიხადოს.