უკვე მეორე წელია, ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღე ტრადიციული ორის ნაცვლად, სამ დღეზე იწელება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლიგის მატჩებს მისთვის უჩვეულო დღეს, ხუთშაბათსაც ვიხილავთ. თანაც, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გველის.
20:45 საათზე ორი ადრეული თამაში შედგება:
ბრიუგე - მონაკო
კოპენჰაგენი - ბაიერ ლევერკუზენი
23:00 საათზე კი ოთხ შეხვედრას ვიხილავთ:
ტურნირში თავის გზას იწყებენ ერთ-ერთი ფავორიტები: მან სიტი და ბარსელონა. გვარდიოლას ამჟამინდელი გუნდი საკუთარ მოედანზე ნაპოლის მიიღებს, ყოფილი კი - ტრავმირებული ლამინ იამალის გარეშე სტუმრად ნიუკასლს დაუპირისპირდება.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თავის კარიერაში პირველ თამაშს ჩაატარებს გიორგი ქოჩორაშვილი, რომლის სპორტინგიც საკუთარ მოედანზე ყაზახურ კაირატ ალმატის უმასპინძლებს. სხვათაშორის, უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ვარაუდობს, რომ ქართველი მატჩს სასტარტოში დაიწყებს.
აინტრახტი - გალათასარაი
მან სიტი - ნაპოლი
სავარაუდო შემადგენლობები [uefa.com]
მან სიტი: დონარუმა, ლიუისი, დიაში, აკე, გვარდიოლი, როდრი, ბერნარდუ, რეინდერსი, ფოდენი, დოკუ, ჰალანდი
ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, ბეუკემა, ბონჯორნო, სპინაცოლა, ლობოტკა, პოლიტანო, ანგისა, დე ბრუინი, მაკტომინეი, ჰოილუნდი.
ნიუკასლი - ბარსელონა
სავარაუდო შემადგენლობები [uefa.com]
ნიუკასლი: პოუპი, ტრიპიერი, შერი, ბარნი, ლივრამენტო, გიმარაეში, ტონალი, ჯოელინტონი, ელანტე, ბარნსი, ვოლტემადე
ბარსელონა: ჟოან გარსია, კუნდე, ერიკ გარსია, კუბარსი, მარტინი, კასადო, პედრი, რაფინია, ფერმინ ლოპესი, ფერან ტორესი, ლევანდოვსკი.
სპორტინგი - კაირატი
სავარაუდო შემადგენლობები [uefa.com]
სპორტინგი: ვირჯინია, ვაგიანიდისი, ინასიო, დებასტი, მანგასი, ჰიულმანი, ქოჩორაშვილი, ქუენდა, ტრინკაო, გონსალვეში, სუარესი
კაირატი: კალმურზა, ტაპალოვი, მარტინოვიჩი, სოროკინი, მატა, არადი, კასაბულატი, გლეიზერი, სატპაიევი, ედმილსონი, ჟორჟინიო.