უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემდეგ, გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ კომენტარი გააკეთა.
"თამაში რომ შევაფასოთ, მე ვთვლი, რომ ჩემი გუნდი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის, იყო ხარვეზები რომელიც ,,რიგასთან" მატჩისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, ერთი შეხედვით როდესაც მეკარე გააძევეს ამას მეტოქის ამოცანები უნდა გაერთულებინა, თუმცა მათ ამის შემდეგ თამაში კიდევ უფრო ჩაკეტილი და დაცვაზე ორიენტირებული გახადეს, რამაც გარკვეული ამოცანების შესრულება შედარებით გაგვირთულა.
მე როდესაც ამ გუნდში მოვედი გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მომითხოვია, რადგან მე ამ ბიჭებში ვხედავდი პოტენციალს, ის მონდომება რაც ამ გუნდისგან ჩანს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია.
რაც შეეხება მომდევნო მეტოქე რიგას მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ამ გუნდს უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ვსწავლობთ მე ვუყურე მათ ბოლო მატჩებს და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი დაბალანსებული გუნდია, იგი შეიძლება ჩვენს ახლანდელ მეტოქეზე ძლიერია, თუმცა არა იმდენად რომ წყვილში ფავორიტად დავასახელო, ვფიქრობ შანსები 50/50 ზე იქნება." - ლონგოს სიტყვებს დილას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ტორპედო და დილა კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე არიან!