უსმან დემბელემ შესაძლოა ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვოს.
სამშაბათს პსჟ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-4 ტურში უმასპინძლებს. პარიზელთა ვინგერმა, რომელმაც სულ ახლახანს ბარძაყის კუნთის ტრავმა გადაიტანა, ნიცასთან გუშინდელ შეხვედრაში დაზიანება გაიმიზეზა.
L'Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგი გუშინ იმავე ადგილას განიცდიდა დისკომფორტს და ამის გამო სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა და გამარჯვების გოლის თანაგუნდელებთან ერთად აღნიშვნის დროს, მარჯვენა ბარძაყზე იკიდებდა ხელს.
Ligue 1+ ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ დემბელე აშრაფ ჰაკიმის ეუბნება, რომ მარჯვენა ბარძაყი ძალიან სტკივა.
პსჟ და ბაიერნი ერთმანეთს პარკ დე პრენსზე 4 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.