UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მორიგ ჯერზე ქამარს პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს.
ეს ქართველი მებრძოლისთვის 2025 წელს მე-4 ქამრის დაცვა იქნება.
მერაბ დვალიშვილი - უმარ ნურმაგომედოვი (ერთსულოვანი გადაწყვეტილება)
მერაბ დვალიშვილი - შონ ო'მალი (საბმიშენი)
მერაბ დვალიშვილი - კორი სენდჰეგენი (ერთსულოვანი გადაწყვეტილება)
UFC 323 საქართველოს დროით 7 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების მეინ ქარდი 07:00 საათზე დაიწყება.