Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი გაგუა კარიერას კვიპროსში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ისტრამ და აელ ლიმასოლმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმებულია ფეხბურთელის პირადი კონტრაქტიც კვიპროსულ კლუბთან.
გიორგი გაგუა კვიპროსში ახალი კვირის დასაწყისში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ქართველი თავდამსხმელი გასულ წელს ხორვატულ ისტრაში ესპანური ალავესიდან გადავიდა, სადაც 3 გოლი გაიტანა.
გაგუა საქართველოს ნაკრების ბოლო შეკრებაზე პირველად გამოიძახეს, თუმცა სადებიუტო მატჩის ჩატარების საშუალება არ მისცემია.