• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
„გული მერევა საკუთარ თავზე“ - სტრიკლენდმა ტურნირი ნაადრევად დატოვა
UFCUFC

„გული მერევა საკუთარ თავზე“ - სტრიკლენდმა ტურნირი ნაადრევად დატოვა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC-ს საშუალო წონის მოქმედი ჩემპიონი, შონ სტრიკლენდი, ლას ვეგასში გამართულ Adin Ross-ის საბრძოლო შოუს - Brand Risk 14-ს კომენტატორის ამპლუაში ესწრებოდა, თუმცა ღონისძიება დასრულებამდე ბევრად ადრე, პროტესტის ნიშნად დატოვა.


სკანდალური ამერიკელი მებრძოლი სატრანსლაციო ჯიხურში ისეთ ცნობილ ფიგურებთან ერთად იჯდა, როგორებიც არიან რეპერი 6ix9ine, თავად ედინ როსი, არმან ცარუკიანი და ნინა დრამა. საღამოს განმავლობაში მათ განიხილეს ხამზატ ჩიმაევისა და დილონ დენისის ჭიდაობის მატჩიც, თუმცა ქარდზე წარმოდგენილმა სხვა „ფრიკ-შოუებმა“ (სადაც მონაწილეობდნენ რეპერი Ray J, NBA-ს ყოფილი კალათბურთელები, Island Boys-ის წევრი და ჯუჯა) სტრიკლენდს გული აუტია.


ტურნირის ნაადრევად დატოვების შემდეგ, 35 წლის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ თავს ამ ივენთში მონაწილეობის გამო მწვავედ აკრიტიკებს:


ჩემს ცხოვრებაში ასეთ სამარცხვინო რამეში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. საკუთარი თავი მძულს და აქ ყოფნის შემდეგ თავს ნაკლებად კაცად ვგრძნობ. ღმერთო ჩემო, რატომ დავთანხმდი ამას? უბრალოდ აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდე. ედინიც და ნინაც ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ გული მერევა იმის გამო, რაც აქ ვნახე.

ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე ჩემი თვალით მიხილავს. სახლში უნდა მივიდე და სარკეში ჩავხედო საკუთარ თავს. მინდოდა მეგობრული ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ღირსება სადღაც გაქრა.


ტურნირის მთავარ ბრძოლაში NFL-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ჯონი მანზილმა ინფლუენსერი ბობ მენერი კი დაამარცხა, თუმცა სტრიკლენდმა ამ სანახაობას თვალი აღარ შეავლო.

სპორტულად შონ სტრიკლენდი კარიერის პიკშია. სულ ცოტა ხნის წინ, ტურნირზე UFC 328, მან ურთულეს 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა მანამდე დაუმარცხებელი ხამზატ ჩიმაევი და საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.

ჩიმაევის ბანაკი რევანშს უკვე ოქტომბერში, აბუ დაბიში ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამერიკელი ქამრის პირველივე დაცვისთვის ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელს, დანა უაითს, ჩემპიონის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩიმაევი
MMA
შონ სტრიკლენდი
სტრიკლენდი
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დვალიშვილის მორიგი შოუ

•UFC

UFC

დვალიშვილის მორიგი შოუ
•UFC

UFC

დანა უაითი შოუს ჩაშლის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს

•UFC

UFC

დანა უაითი შოუს ჩაშლის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს
•UFC

UFC

ისტორიაში ყველაზე ცუდი ბრძოლა? - მანზილის მესიჯი დრეიკს

•UFC

UFC

ისტორიაში ყველაზე ცუდი ბრძოლა? - მანზილის მესიჯი დრეიკს
•UFC

UFC

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

19 სთ წინ

დვალიშვილის მორიგი შოუ

News image

2 სთ წინ

დანა უაითი შოუს ჩაშლის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს

News image

2 სთ წინ

ისტორიაში ყველაზე ცუდი ბრძოლა? - მანზილის მესიჯი დრეიკს

News image

1 სთ წინ

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება