ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ინტერმა სტუმრად აიაქსს მოუგო.
ამსტერდამში გამართული შეხვედრა კრისტიან კივუს გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორივე გოლი ინტერის შემადგენლობაში მარკუს ტურამმა, ორივეჯერ ჰაკან ჩალჰანოღლუს პასით გაიტანა და ინტერს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.
სერია ა-სგან განსხვავებით, სადაც გუნდს 3-დან 2 მატჩი აქვს წაგებული, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გზა შარშანდელმა ნახევარფინალისტმა კარგად დაიწყო.
შემდეგ ტურში ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე სლავია პრაღას უმასპინძლებს.