• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ისტორიაში ყველაზე ცუდი ბრძოლა? - მანზილის მესიჯი დრეიკს
UFCUFC

ისტორიაში ყველაზე ცუდი ბრძოლა? - მანზილის მესიჯი დრეიკს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ამერიკული ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა და ჰაისმანის ტროფის მფლობელმა, ჯონი მანზილმა, შაბათ საღამოს MMA-ში თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ტურნირზე Brand Risk Promotions 14 მან ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ცნობილი ინფლუენსერი ბობ მენერი, თუმცა ამ დაპირისპირებას ექსპერტებმა და გულშემატკივრებმა უკვე უწოდეს „სპორტის ისტორიაში ყველაზე უხარისხო და ცუდი ბრძოლა“.


იმისათვის, რომ ორთაბრძოლა საერთოდ შემდგარიყო, მხარეებს წონებს შორის არსებული დიდი სხვაობის გამო სპეციალური დათმობების მოუწიათ. სამოყვარულო წესებით დაგეგმილი სამრაუნდიანი ჩხუბი საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერმა მანზილმა მოუმზადებელ და მასზე ბევრად დაბალ მეტოქეს იოლად აჯობა.

ცნობილი რეპერი დრეიკი, რომელიც მანზილის ახლო მეგობარია ჯერ კიდევ მისი ტეხასის უნივერსიტეტში თამაშის პერიოდიდან, ღონისძიებას პირადად უნდა დასწრებოდა, თუმცა დარბაზში მისვლა ვერ მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ მანზილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი გამოსვლა მწვავედ გააკრიტიკა და მეგობარს საიდუმლო ჩანაფიქრი გაუმხილა:

„ორივემ საშინლად, ნაგავივით ვიჩხუბეთ, თუმცა მადლობა ბობს, რომ ოქტაგონზე გამოვიდა და ამით დანა უაითს 10 000 დოლარი დააკარგვინა. დრეიკ, შენ კი გეტყვი, რომ ჩემი დარტყმებით მის შუბლზე შენი ბრენდის სახელიs, OVO-ს, დაწერას ვცდილობდი.“

OVO (October’s Very Own) კანადელი მუსიკოსის ცნობილი ბრენდი და ხმისჩამწერი სტუდიაა.

მიუხედავად გამარჯვებისა, ჯონი მანზილმაც და ბობ მენერმაც რინგიდან გასვლისთანავე ერთხმად განაცხადეს, რომ ეს მათი პირველი და უკანასკნელი ბრძოლა იყო და შერეულ ორთაბრძოლებში დაბრუნებას აღარ აპირებენ.


მანზილს, რომელსაც თავის დროზე ფენომენალურ ნიჭს უწინასწარმეტყველებდნენ, NFL-ში კარიერა არეული და ხმაურიანი ცხოვრების სტილის გამო დაენგრა, სპორტულ ფორმაში დაბრუნების ეს მცდელობა კი უფრო კომედიურ შოუს დაემსგავსა, ვიდრე პროფესიონალურ სპორტულ ივენთს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დვალიშვილის მორიგი შოუ

•UFC

UFC

დვალიშვილის მორიგი შოუ
•UFC

UFC

დანა უაითი შოუს ჩაშლის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს

•UFC

UFC

დანა უაითი შოუს ჩაშლის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს
•UFC

UFC

„გული მერევა საკუთარ თავზე“ - სტრიკლენდმა ტურნირი ნაადრევად დატოვა

•UFC

UFC

„გული მერევა საკუთარ თავზე“ - სტრიკლენდმა ტურნირი ნაადრევად დატოვა
•UFC

UFC

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

18 სთ წინ

დვალიშვილის მორიგი შოუ

News image

2 სთ წინ

დანა უაითი შოუს ჩაშლის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს

News image

34 წთ წინ

„გული მერევა საკუთარ თავზე“ - სტრიკლენდმა ტურნირი ნაადრევად დატოვა

News image

13 წთ წინ

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება