• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ჯასტინ გეიჯის გეგმა ილია თოფურიას წინააღმდეგ
UFCUFC

ჯასტინ გეიჯის გეგმა ილია თოფურიას წინააღმდეგ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯასტინ გეიჯიმ კარგად იცის, რომ 14 ივნისს ილია თოფურიას საკუთარი რიტმის პოვნის საშუალება არ უნდა მისცეს.


თოფურიამ მანამდე გეიჯისა და პედი პიმბლეტის 25-წუთიანი ბრძოლა კრიტიკულად შეაფასა იმ ტექნიკის გამო, რომელიც მებრძოლებმა ოქტაგონზე გამოიყენეს. თავად გეიჯი მიიჩნევს, რომ პიმბლეტთან ზუსტად ისე იბრძოლა, როგორც მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად იყო საჭირო.

მან იცოდა, რომ მეტოქის უკან დახევა სტილისტური თვალსაზრისით აუცილებელი იყო და ახლახან მიანიშნა, რომ მსგავსი მიდგომის გამოყენებას მომავალ თვეშიც გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ გეიჯი ხშირად საუბრობს ტაქტიკის შეცვლაზე (როგორც ეს რაფაელ ფიზიევთან ბრძოლის წინ გააკეთა), ფანები მას მაინც აგრესიულ და დაუნდობელ სტილთან აიგივებენ.

ამ წლის დასაწყისში პიმბლეტთან მიღწეული წარმატების შემდეგ გეიჯიმ აღნიშნა, რომ პედის ადრეულ ეტაპზევე უკან დახევა და მისი დაზიანება გამარჯვების გასაღები აღმოჩნდა. მისი თქმით, ასე მოიქცევა მომავალ ორთაბრძოლაშიც:


ამ ბიჭებს უზარმაზარი მენტალური უპირატესობა და იმპულსი აქვთ. პედისაც დიდი მუხტი ჰქონდა და ამ ბრძოლაშიც ზუსტად იგივე უნდა გავაკეთო - ეს მუხტი ადრევე უნდა წავართვა. პიმბლეტთან ეს კორპუსში ძლიერი დარტყმით მოვახერხე, პირველსავე რაუნდში დავაგდე და ამის შემდეგ მას უკვე მუხტის დასაბრუნებლად მოუწია ბრძოლა. ეს ფაქტორი თოფურიასთანაც უმნიშვნელოვანესი იქნება.


გეიჯი მართალია, როდესაც მეტოქეების თავდაჯერებულობაზე საუბრობს. პიმბლეტს იანვარში გეიჯისთან პირველ მარცხამდე ზედიზედ 7 გამარჯვება ჰქონდა UFC-ში. რაც შეეხება ილია თოფურიას, მატადორს პროფესიონალურ კარიერაში დამარცხება საერთოდ არ უგემია და თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე თავის 17-0 სერიას დადებს სასწორზე.

გასაკვირი არ არის, რომ გეიჯის გეგმაა პირველივე წამებიდანვე გამოსცადოს როგორ გაუმკლავდება ილია ადრეულ პრესინგსა და სირთულეებს. ამერიკელი ჩემპიონის ფანებს ის აშინებთ, რომ ჩარლზ ოლივეირამაც მსგავსი სტრატეგია სცადა თოფურიასთან, მაგრამ ყველაფერი პირველსავე რაუნდში მისი ნოკაუტით დასრულდა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება

•UFC

UFC

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება
•UFC

UFC

ხაბიბის გუნდის ახალი წევრი UFC-ში - დაღესტნური დომინაცია გრძელდება

•UFC

UFC

ხაბიბის გუნდის ახალი წევრი UFC-ში - დაღესტნური დომინაცია გრძელდება
•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება - "მათ, როგორც იქნა, დამაფასეს"

•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება - "მათ, როგორც იქნა, დამაფასეს"
•UFC

UFC

UFC Freedom 250 - ჯო როგანის კრიტიკა და ტრამპის პასუხი

•UFC

UFC

UFC Freedom 250 - ჯო როგანის კრიტიკა და ტრამპის პასუხი
•UFC

UFC

News image

25 მაი, 2026

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება

News image

26 მაი, 2026

ხაბიბის გუნდის ახალი წევრი UFC-ში - დაღესტნური დომინაცია გრძელდება

News image

26 მაი, 2026

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება - "მათ, როგორც იქნა, დამაფასეს"

News image

3 სთ წინ

UFC Freedom 250 - ჯო როგანის კრიტიკა და ტრამპის პასუხი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება