ჩეხეთის ქალაქ ჩესკე ბუდეიოვიცეში გამართულ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა 16 მედალი მოიგეს.
ჩვენი გუნდის მხრიდან, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, მედლები მოიპოვეს - ლიკა ფირცხალავამ (2 ოქრო, 1 ვერცხლი); ნიკოლოზ გიგაურმა (2 ოქრო, 1 ბრინჯაო); ნიკა თოლორდავამ (1 ოქრო, 2 ბრინჯაო); დათა დავითურმა (1 ოქრო, 1 ბრინჯაო); ნოდარ სუპატაშვილმა (1 ოქრო, 1 ბრინჯაო); დანიელ ჭანტურიძე (2 ვერცხლი) და მაკა კულუხაშვილმა (1 ვერცხლი).
შედეგად, ჩვენი გუნდის აქტივში ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს სინჯის მედალია. შეჯიბრებები სპორტულ კარატეში გაიმართა.