საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2026-ის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში ჩაერთო, პირველი მატჩი გამართა და ხორვატიასთან 0:2 დამარცხდა.
ანგარიში 30-ე წუთზე კარლო შიმიჩმა გახსნა, მეორე ნახევრის 76-ე წუთზე კი ტომაშ ბაკოვიჩმა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველო (3-5-2): ყავლაშვილი - ბოჭორიშვილი, ამისულაშვილი, შათირიშვილი - მურვანიძე (კუპრავა; 79), დანელია (ნიორაძე; 72), რატიანი (გოგილაშვილი; 90), ხუციშვილი, დიაკონიძე - დოლტმურზიევი (ფერაძე; 72), ჩიქოვანი (ბართიშვილი; 72). მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
ჩვენი გუნდი, 15 ნოემბერს, სერბეთს შეხვდება, 18-ში კი გიბრალტართან ითამაშებს.
4-გუნდიანი ჯგუფიდან, ელიტ რაუნდში თამაშს 2 გუნდი განაგრძობს. ხოლო მესამე პოზიციაზე გასულ ნაკრებს შანსი აქვს, შემდეგ ეტაპზე საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით მოხვდეს.