ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი პაუ კუბარსი ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრების განაცხადში იმყოფება და დიდი შანსია, მსოფლიო ჩემპიონატზე სასტარტო შემადგენლობაში იყოს.
კლუბში მისი ბრწყინვალე ფორმისა და ისეთი მოთამაშეების არასტაბილურობის ფონზე, როგორებიც დინ ჰიუსენიდა რობინ ლე ნორმანი არიან, მოზარდ მცველს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია.
MARCA-სთან ინტერვიუში მან სტრესთან გამკლავებაზე ისაუბრა:
გარედან მომავალ წნეხს ვერ ვგრძნობ. წნეხს საკუთარ თავს თავად ვუქმნი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშის პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ, სადაც ყველაფერს აკვირდებიან, თუმცა ეს არ მზღუდავს.
მუნდიალთან დაკავშირებით კუბარსიმ დაამატა, რომ ეს მისი ახდენილი ოცნებაა:
ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, სადაც ინდივიდუალურ ჯილდოებზე მეტად გუნდურ წარმატებასა და ერთმანეთის გვერდში დგომას ვაფასებთ. სწორედ ეს ერთიანობა გვეხმარება მატჩებისა და ტიტულების მოგებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოჯახი, მეგობრები და განსაკუთრებით მამამისი მუდმივად ახსენებენ, თუ საიდან მოდის, რაც ეხმარება მყარად იდგეს მიწაზე. თავისუფალ დროს ახალგაზრდა ფეხბურთელი კითხვითა და კინოთია დაკავებული - ახლახან დაასრულა ჰარი პოტერის სერია, რომლის ეკრანიზაციამაც მოლოდინს გადააჭარბა, და ხშირად უბრუნდება ფილმ ინტერსტელარს მისი ფენომენალური საუნდტრეკის გამო.