პარი სენ-ჟერმენის 25 წლის თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მედიის დღის ფარგლებში ტელეკომპანია „TNT Sports“-თან ისაუბრა.
როდესაც მას ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე ჰკითხეს, ხვიჩამ უპასუხა:
პირველ რიგში, რაც მასზე შეიძლება ითქვას, არის ის, რომ საოცარი პიროვნებაა. მე არასდროს მინახავს მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელებთან ასეთი ურთიერთობა აქვს. ის ძალიან უბრალოა. მუდმივად ცდილობს რაღაც გასწავლოს, რომ განვითარდე.
ამასთანავე, სულ იღიმის და ყოველთვის პოზიტიურია. ნამდვილად გამიმართლა, რომ აქ გადმოვედი. ჩემი ცხოვრების საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. ბედნიერი ვარ, მასთან რომ ვთამაშობ. ის გამორჩეული სპეციალისტია.
ხვიჩამ ასევე განაცხადა, რომ იგი ძლიერ ამაყობს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის ფეხბურთელობით.