არსენალი პრემიერ ლიგაში გოლგაუშვებელ სვლას აგრძელებს.
მე-10 ტურში არტეტას გუნდი სტუმრად ბარნლის დაუპირისპირდა და 2:0 მოიგო.
ორივე გოლი ლონდონელებმა პირველ ტაიმში შეაგდეს, მე-14 წუთზე თავი ვიქტორ გიოკერეშმა გამოიჩინა, 35-ზე კი დეკლან რაისმა.
მეორე ნახევარში მეთოფეები ეკონომ-რეჟიმზე გადავიდნენ და საკუთარ კართან თითქმის მასპინძლებს თითქმის არანაირი ხიფათის შექმნის შანსი არ დაუტოვეს.
ამ გამარჯვებით არსენალმა 25 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე უახლოეს მდევარ ბორნმუთს 7 ქულით გადაუსწრო.
10 მატჩში არსენალს მხოლოდ 3 გოლი აქვს საკუთარ კარში მიღებული და ბოლო 4 მატჩი საერთოდ გოლგაუშვებლად მოიგო.