რობერტ ლევანდოვსკიმ მომავალ ზაფხულს შესაძლოა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
პოლონელს ბარსასთან კონტრაქტი ეწურება და თუ კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია, რომელსაც ფეხბურთელი განიხილავს.
ლევანდოვსკის პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენაა, რადგან მისი ოჯახი ქალაქში კარგად დაფუძნდა და თავს იმდენად კომფორტულად გრძნობს, რომ საუდის არაბეთში, თუნდაც უფრო დიდი ფულის სანაცვლოდაც არ განიხილავს წასვლას.
კლუბს რობერტის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - ერთის მხრივ, ლევანდოვსკი დღემდე შედეგიანი ფორვარდია და გუნდს კარგად ადგება, თუმცა მეორეს მხრივ - მისი წასვლა კლუბს საკმაოდ დიდი ფულის დაზოგვაში დაეხმარება.
თავად პოლონელი ახალი კონტრაქტით არანაირ განსაკუთრებულ როლს არ ითხოვს და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, გუნდს სკამიდან შემოსვლით დაეხმაროს ხოლმე, როგორც მინიმუმ, კიდევ ერთი სეზონით მაინც.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კარიერის დასრულება რაღაც არარეალურს სულაც არ ჰგავს. თუ ბარსა ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს და არც სხვა რაიმე საინტერესო ვარიანტი ექნება ხელთ - ლევანდოვსკი ფეხბურთიდან წავა.