პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ჩელსიმ ტოტენჰემი ლონდონურ დერბიში სტუმრად დაამარცხა.
შეხვედრა ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ჟოაო პედრომ გაიტანა და მარესკას გუნდს მინიმალური გამარჯვება მოუტანა.
ჩელსიმ პრემიერ ლიგაში მე-5 გამარჯვება მოიპოვა, 17 ქულა დააგროვა და ცხრილში ტოტენჰემს დაეწია, რომელსაც იმდენივე ქულა აქვს. თუმცა, საინტერესოა, რომ ამდენივე ქულა აქვს მე-5 ადგილოსან სანდერლენდს და მე-6 ადგილოსან მანჩესტერ იუნაიტედსაც.
ტოტენჰემმა კი სეზონის კარგი სტარტის შემდეგ აშკარად მოუკლო და ბოლო 3 მატჩში მე-2 მარცხი იწვნია.