-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა დიეგო ლოპესმა მისი და ილია თოფურიას სავარაუდო ბრძოლაზე ისაუბრა.
"ილიას ახლო მანძილზე ბრძოლა მოწონს. მიუხედავად იმისა, რომ გრძელი ხელები მაქვს, მეც ახლო მანძილზე ბრძოლა მირჩევნია.
ვფიქრობ, ორივე ხშირად შევერკინებით ერთმანეთს და თუ ის წინ წამოვა, ჩემი სახით კედელს შეეჯახება. გაცვლები მეც მომწონს და მასაც, ამიტომ ამ ჩხუბს ხალხი აღტაცებით ნახავს." - განაცხადა ბრაზილიაში დაბადებულმა მექსიკელმა მებრძოლმა.
დიეგო ლოპესი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-3 მებრძოლია. მის წინ ალექსანდერ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი არიან, წონის ჩემპიონი კი ილია თოფურიაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები