ჯეიმს ტრაფორდი შესაძლოა მან სიტიში დაბრუნდეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ქალაქელები თავიანთი აღზრდილი კიპერის დაბრუნების ვარიანტს განიხილავენ.
თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ გუნდს ედერსონი ან შტეფან ორტეგა დატოვებენ.
ბოლო დღეებში მან სიტი ბარნლის დაეკონტაქტა, კლუბს ტრაფორდის გამოსყიდვის შესაძლებლობა იქამდე გააჩნია, სანამ გუნდი ნიუკასლთან საბოლოოდ შეათანხმებს მის ტრანსფერს.
22 წლის ჯეიმს ტრაფორდი მან სიტის აკადემიის გაზრდილია და გუნდი 2023 წელს დატოვა, როცა ბარნლიში გადავიდა.
ედერსონსა და ორტეგას შორის ამ ეტაპზე წასვლასთან უფრო ახლოს ბრაზილიელია, რომლითაც გალათასარაი ინტერესდება.