-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედი გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის დანიშვნას განიხილავს.
როგორც Daily Mail-ის ჟურნალისტი, კრის უილერი იტყობინება, კლუბის დირექტორი, ომარ ბარადა, რამდენიმე დღის წინ 4-კაციანი დელეგაციით ბარსელონაში ჩაფრინდა, სადაც ჩავისთან მანჩესტერის პოტენციურ მწვრთნელობაზე გაისაუბრა.
ამ ეტაპზე უცნობია, მოლაპარაკებებმა როგორ ჩაიარა და რამდენად მიესალმება თავად ესპანელი მწვრთნელი მანჩესტერში დანიშვნას, თუმცა ინგლისური პრესა ადასტურებს, რომ ბარადა ჩავისთან სწორედ ამ თემაზე სალაპარაკოდ ჩაფრინდა.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ბარსელონას 2021-2024 წლებში წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს 2022/23 სეზონში ლა ლიგა მოაგებინა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები