პრემიერ ლიგის მე-10 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ნოტინგემ ფორესტს ვერ მოუგო.
ამ მატჩში ნოტინგემის სათავეში შონ დაიჩის პრემიერ ლიგური დებიუტი შედგა და მან პირველივე მატჩში რუბენ ამორიმის გუნდს ქულები წაართვა - მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველი ნახევარში მანჩესტერმა კაზემიროს 34-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, თუმცა მეორე ნახევარი ეშმაკებისთვის საშინლად დაიწყო - გუნდმა ხუთ საწყის წუთში ორი გოლი გაუშვა.
თითქმის მთელი მეორე ნახევარი მანჩესტერი წონასწორობის აღდგენას ცდილობდა და ეს მხოლოდ 81-ე წუთზე შეძლო, როცა ანგარიში ამად დიალომ გაათანაბრა.
მანჩესტერისთვის სამწუხაროდ, სტუმრებმა გადამწყვეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და ამ მატჩში მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ.
იუნაიტედმა 17 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება, ნოტინგემი კი 6 ქულით მე-18 ადგილზეა.