მარკუს რაშფორდი ბარსელონაში ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.
ინგლისელი შემტევი ბარსელონას იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ამჟამად მხარეები შეთანხმების ფორმალურ ნაწილს აგვარებენ, რის შემდეგაც რაშფორდი ესპანეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად გაფრინდება.
გასული სეზონის მეორე ნახევარი 27 წლის ფეხბურთელმა იჯარით ასტონ ვილაში გაატარა, სადაც 17 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.