3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რამდენიმე საათის შემდეგ კი, კორტ სიმონ-მატიეზე, მე-15 ნომრად განთესილმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა ოქსანა სელეხმეტიევა 6-2, 6-3 დაამარცხა როლან გაროსის პირველ წრეში და მატჩისშემდგომი ინტერვიუ თავის ქვეყანას მიუძღვნა.
კოსტიუკისთვის ეს თიხის საფარზე ზედიზედ მე-13 გამარჯვება იყო - ეს მისი კარიერის ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერიაა. პარიზში ის პროფესიული ცხოვრების ყველაზე წარმატებული პერიოდის შემდეგ ჩავიდა - ჯერ რუანში WTA 250-ის ტიტული მოიგო, შემდეგ კი მადრიდში კარიერაში პირველად WTA 1000-ის ჩემპიონი გახდა. რომში ტურნირიდან მოხსნამ კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება მის გამოსვლაზე პარიზში, სადაც კარიერის საუკეთესო რეიტინგით ჩავიდა.
მსოფლიოს 89-ე ჩოგანმა სელეხმეტიევამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სპორტული მოქალაქეობა რუსეთიდან ესპანეთზე გადაიტანა, თამაშში ვერ ჩაერთო. მან მატჩი 13 ორმაგი შეცდომით, 39 იძულების გარეშე დაშვებული შეცდომით და მხოლოდ 4 მოგებული დარტყმით დაასრულა - სტატისტიკა, რომელიც ნათლად ასახავდა, რომ მის წინააღმდეგ კარიერის საუკეთესო ფორმაში მყოფი მეტოქე იდგა.
ერთ-ერთი საშინელი დილა კიევში
მატჩამდე დილამ შედეგი თითქმის მეორეხარისხოვანი გახადა. რუსეთმა ღამით კიევზე ომის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დრონებისა და რაკეტების იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დედაქალაქში სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები და ინფრასტრუქტურა რამდენიმე რაიონში.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ შეტევაში გამოყენებული იყო ბირთვული ქობინის მატარებელი შესაძლებლობის მქონე ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკი“.
„დღეს საკუთარი თავით წარმოუდგენლად ვამაყობ. ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი იყო,“ - თქვა კოსტიუკმა მატჩის შემდეგ.
დღეს დილით, ჩემი მშობლების სახლიდან 100 მეტრში, რაკეტამ შენობა გაანადგურა. ძალიან მძიმე დილა იყო. არ ვიცოდი, ეს მატჩი ჩემთვის როგორ დასრულდებოდა. არ ვიცოდი, როგორ გავუმკლავდებოდი ამას. დილის ნაწილი ტირილში გავატარე.
მან ნათლად თქვა, რომ გამარჯვება არ იყო ის, რაზეც საუბარი სურდა.
დღეს საკუთარ თავზე საუბარი არ მინდა. ძალიან მიხარია, რომ მეორე წრეში გავედი, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი და მთელი გული დღეს უკრაინის ხალხთან არის. დიდი მადლობა, რომ მოხვედით. სლავა უკრაინი.
რატომ იყო მნიშვნელოვანი თამაშზე გასვლა
კითხვაზე, რატომ იყო საერთოდ მნიშვნელოვანი კორტზე გამოსვლა, კოსტიუკმა პასუხი უკრაინაში დარჩენილ ხალხზე გაამახვილა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გზა გააგრძელო. ჩემი ყველაზე დიდი მაგალითი უკრაინელი ხალხია. დღეს დილით გავიღვიძე და ვუყურებდი ამ ადამიანებს, რომლებიც იღვიძებენ და აგრძელებენ ცხოვრებას, აგრძელებენ დახმარებას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ვიცოდი, რომ დღეს აქ ბევრი უკრაინული დროშა იქნებოდა და ბევრი უკრაინელი მოვიდოდა ჩემს მხარდასაჭერად. ჩემი მეგობრებიც ჩამოვიდნენ უკრაინიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ არიან. მეტი რა ვთქვა.“
კოსტიუკმა როლან გაროსზე 5 გამოსვლიდან მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა პირველი წრის გადალახვა - მისი საუკეთესო შედეგი 2021 წელს მე-4 წრეში გასვლა იყო. შემდეგ ეტაპზე ის ამერიკელ ქეითი ვოლინეტსს შეხვდება მე-3 წრეში გასასვლელად.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები