ვინისიუს ჯუნიორი ახალ სეზონში რეალის ერთ-ერთი კაპიტანი იქნება.
ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ, სამეფო კლუბში კაპიტნების თანმიმდევრობა შეიცვალა.
რეალში კაპიტნებს გუნდში გატარებული პერიოდის ხანგრძლივობით ადგენენ. შესაბამისად, გუნდის პირველი კაპიტანი დანი კარვახალი იქნება.
პირველი ვიცე-კაპიტნის როლს ფედე ვალვერდე მოირგებს.
მესამე კაპიტანი ტიბო კურტუა იქნება, მეოთხე კი - ვინისიუს ჯუნიორი.
გასულ სეზონში გუნდს ლუკა მოდრიჩი კაპიტნობდა, ვიცე-კაპიტანი კი ლუკას ვასკესი იყო. ორივე მათგანმა გუნდი ამ ზაფხულს დატოვა.