ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი ახალი სტადიონის ტერიტორიაზე ლეო მესის ძეგლის დადგმას განიხილავს.
„მესი სამუდამოდ არის ბარსელონასთან დაკავშირებული. მან იცის, რომ კლუბის კარი მისთვის ყოველთვის გახსნილია. ლეოს მიმართ სრული პატივისცემა გაგვაჩნია - ის ყველაზე დიდ და გულწრფელ აღიარებას იმსახურებს.
მას კამპ ნოუს ტერიტორიაზე ძეგლი ეკუთვნის, ისეთი, როგორიც კრუიფს და კუბალას აქვთ. ლეომ ამ კლუბში ეპოქა შექმნა. დირექტორთა საბჭოზე ეს საკითხი უკვე განვიხილეთ და ამაზე მუშაობა დავიწყეთ.
რა თქმა უნდა, ოჯახის თანხმობაა საჭირო, ბარსას ყველა გულშემატკივარი კი ამის მომხრეა. როცა ამის დრო მოვა და დიზაინი მზად გვექნება, პროექტს წარვადგენთ.
მესის ძეგლის დადგმას ძალიან ვისურვებდით. ვფიქრობ, ბარსას ყველა გულშემატკივარს კლუბის სხვა ლეგენდების გვერდით ლეოს ძეგლის ხილვა ძალიან გაახარებდა." - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა.