სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფა ნადალის თქმით, მას შეეძლო ჩოგბურთის ტურში კიდევ ერთი, გამოსამშვიდობებელი წლით დარჩენა.
„წასვლის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის ყველაფერი, რისი გამოვლაც ბოლო პერიოდში მომიწია. ვგულისხმობ ოპერაციას, რომელიც გასულ წელს გავიკეთე, არ დავამატებ სხვა პრობლემებსაც, ამ ყველაფერმა მანიშნა, რომ ჩემი სხეული არ მაძლევს ისე თამაშის საშუალებას, რომ უმაღლეს დონეზე ვიყო კომპეტენტუნარიანი.
ბოლოს და ბოლოს, ჩემს თავს ვკითხე - კარგი, შემიძლია კიდევ ერთი წელი დავრჩე, მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ ყველა ტურნირზე ცალკე მქონდეს გამოსამშვიდობებელი გამოსვლა... თუმცა, არ მაქვს ამხელა ეგო, რომ ეს გავაკეთო.
საბოლოოდ საქმე მივიდა იმ შეგრძნებამდე და ფიქრებამდე, რომელიც თავში დიდხანს მიტრიალებდა. დღეის მდგომარეობით დარჩენას არანაირი აზრი არ ჰქონდა, როცა ვიცოდი, რომ არ მექნებოდა რეალური შანსი დავრჩენილიყავი ბრძოლაში ისე, როგორც ეს მე მინდოდა და მომწონდა, იმიტომ რომ სხეული და ჯანმრთელობა ხშირად ამის საშუალებას არ მომცემდა." - აღნიშნა რაფამ.
დღეს იწყება დევისის თასი, რომელზეც რაფა თავის გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები