სატიტულო ბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის ბოლო პირისპირ დგომი შედგა. მებრძოლებმა წონაც წარმატებით ჩააბარეს და სასწორზე 135 ფუნტი (61.2 კგ) დააფიქსირეს.
ასე რომ, ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა. ქართველი და რუსი ერთმანეთს 7 დეკემბერს დაუპირისპირდებიან. ღონისძიების მეინ ქარდი 07:00 საათზე დაიწყება.
მერაბ დვალიშვილი ტიტულს 2025 წელს მეოთხედ დაიცავს.
"ხვალ ომისთვის მზად ვარ" - წერს ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელში.
წელს უკვე მეოთხედ - დვალიშვილმა წონა ჩააბარა!

