არსენალის ექს-ნახევარმცველი ლა ლიგაში ითამაშებს.
ვილიარეალის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა თომას პარტეის დამატებაზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
განელმა ფეხბურთელმა ვალენსიურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ, რაც 30 ივნისს არსენალთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ემირეითსი.
პარტეიმ არსენალში 5 წელი გაატარა, იქამდე კი მთელი პროფესიონალური კარიერის მანძილზე ლა ლიგაში აქვს ნათამაშები, შვიდი წელი ის ატლეტიკოს საკუთრებაში იყო, საიდანაც ორი წელი იჯარით ითამაშა ჯერ მალიორკაში და შემდეგ ალმერიაში.