სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ბრაიტონმა საკუთარ სტადიონზე ტოტენჰემი მიიღო. შეხვედრა უხვგოლიანი და დრამატული გამოვიდა.
მატჩის პირველი ტაიმი ლონდონელთა უპირატესობით წარიმართა. 23-ე წუთზე ბრენან ჯონსონმა ანგარიში გახსნა, 37-ე წუთზე კი ჯეიმს მედისონმა გაზარდა სტუმართა უპირატესობა ორამდე და შესვენებაზე ტოტენჰემი კომფორტული სხვაობით გავიდა.
თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს და თამაშის სცენარი მოატრიალეს. 48-ე წუთზე იანკუბა მინტემ ერთი ბურთი გაქვითა. 58-ე წუთზე ჯორჯინიო რუტერმა კაორუ მიტომას პასის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.
66-ე წუთზე კი დენი უელბეკმა თავისი გუნდის წინ გამყვანი გოლი გაიტანა და საბოლოოდ ბრაიტონს 3 ქულაც მოუტანა.
ეს თოლიებისთვის ისტორიული გამარჯვება გამოდგა, რადგან გუნდმა პრემიერ ლიგაში პირველად მოახერხა იმ მატჩის მოგება, რომლის პირველი ტაიმიც 2-0 წააგო.
ბრაიტონს პრემიერ ლიგაში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ტოტენჰემი კი 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები