პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები გამოქვეყნდა.
ოქტომბრის საუკეთესოს წოდებისთვის 8 ფეხბურთელი იბრძვის.
მეტი ქეში (ასტონ ვილა) – 3 გამარჯვება, 1 გოლი, 1 მშრალი მატჩი
ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი) – 2 გამარჯვება, 1 მარცხი, 2 გოლი
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) – 2 გამარჯვება, 1 მარცხი, 3 გოლი
ელი ჟუნიორ კრუპი (ბორნმუთი) – 1 გამარჯვება, 1 ფრე, 3 გოლი
ბრიან მბემო (მანჩესტერ იუნაიტედი) – 3 გამარჯვება, 3 გოლი, 1 ასისტი
ნორდი მუკიელე (სანდერლენდი) – 2 გამარჯვება, 1 მარცხი, 1 გოლი, 1 მშრალი მატჩი
იგორ ტიაგო (ბრენტფორდი) – 2 გამარჯვება, 1 მარცხი, 2 გოლი
იურრიენ ტიმბერი (არსენალი) – 3 გამარჯვება, 3 მშრალი მატჩი
გამარჯვებული გულშემატკივართა და ექსპერტთა ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.