ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქოჩორა მიუნხენში, ინტერი - ლივერპული და ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება კამპ ნოუზე
ფეხბურთიფეხბურთი

ქოჩორა მიუნხენში, ინტერი - ლივერპული და ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება კამპ ნოუზე

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ფაზის მე-6 ტური დადგა და პირველი სათამაშო დღის განრიგს აქ გაეცნობით.


ტრადიციულად, ნაადრევად ორი მატჩია გამოტანილი, თუმცა დღეს სხვადასხვა დროს - გიორგი ზარის კაირატ ალმატი ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს, მოგვიანებით კი ბაიერნი გიოგი ქოჩორაშვილის სპორტინგს ალიანც არენაზე დაუხვდება.


19:30 კაირატი - ოლიმპიაკოსი


5 ტურის შემდეგ კაირატი 1 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს და მხოლოდ უქულო აიაქსს უსწრებს. ის ერთადერთი ქულა გუნდმა პაფოსთან საშინაო მატჩში მოიპოვა. რაც შეეხება ოლიმპიაკოსს - შორს არც ბერძნები გაქცეულან, რომლებმაც წინა ტურში რეალს 3 გოლი გაუტანეს, თუმცა მაინც წააგეს - პირეუსი 2 ქულით 33-ე ადგილზე არიან 36 შესაძლოდან.


21:45 ბაიერნი - სპორტინგი


ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი (კერძოდ მესამეადგილოსანი) ბაიერნი გიორგი ქოჩორაშვილის ბაიერნს დაუხვდება. მართალია, ქოჩორას ბოლო დროს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, თუმცა სიტუაციის გამოსასწორებლად ალიანც არენაზე კარგ სტადიონს რთულად თუ ნახავ. მთავარია, შანსი მიეცეს.


5 მატჩის შემდეგ ბაიერნი 12 ქულით მე-3 ადგილზეა, სპორტინგს კი 10 ქულა აქვს და მე-8 პოზიციას იკავებს. ერთადერთი მარცხი ლისაბონელებმა ნაპოლისთან იგემეს, ბაიერნმა კი წინა ტურში არსენალთან წააგო და 100%-იანი სვლა შეწყვიტა.


ახლა კი ღამის მატჩებზე გადავიდეთ, სადაც ექვსი შეხვედრა შედგება. ყველას დაწყების დრო 23:59-ია, ამიტომ ცალ-ცალკე აღარ მივაწერ


ატალანტა - ჩელსი


ბერგამოელებმა სეზონის დაწყების შემდეგ მწვრთნელის გამოცვლაც მოასწრეს და ახალთან ერთად სადებიუტო მატჩში სტუმრად აინტრახტიც 3:0 დაამარცხეს. 5 მატჩის შემდეგ ატალანტას 10 ქულა აქვს - იმდენივე, რამდენიც ჩელსის, რომელმაც წინა ტურში ბარსელონა გააცამტვერა და ამ მატჩს კარგ ხასიათზე უნდა ხვდებოდეს, რომ არა უიქენდზე პრემიერ ლიგაში ლიდსთან მარცხი.


ბარსელონა - აინტრახტი


ფლიკის გუნდმა 5 ტურში სამჯერ მოასწრო ქულების დაკარგვა (1 ფრე, 2 მარცხი) და 7 ქულით ჯერ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრისგან საკმაოდ შორსაა. სიტუაციის გამოსასწორებლად რა იქნება უკეთესი, თუ არა კამპ ნოუზე 2+ წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ჩემპიონთა ლიგური მატჩი და მეტოქე, რომელსაც მხოლოდ 1 მოგება აქვს და 4 ქულით ტოპ 24 გუნდშიც კი ვერ შედის.


ინტერი - ლივერპული


დღის ცენტრალური შეხვედრა, რომლის წინასამატჩო ამბებიც სალაჰის სკანდალურმა ინტერვიუმ და მატჩის განაცხადში ვერ მოხვედრამ გადაფარა. 5 ტურის შემდეგ ინტერი 12 ქულით მე-4 ადგილზეა და 100%-იანი სვლა მხოლოდ წინა ტურში ატლეტიკოსთან მარცხით შეწყვიტა, ლივერპული კი 9 ქულით მე-13 ადგილზეა, ბოლო ტურში გუნდი შინ პსვ-სთან სენსაციურად განადგურდა (1:4). ვინ იცის, იქნებ სლოტს ეს წაგება მაინც არ აპატიონ...


პსვ - ატლეტიკო


სიმეონეს გუნდს ამ ლიგაზე ქულების გაყოფა არ უყვარს - ან სულ თავად მიაქვს, ან სხვას უტოვებს (3 მოგება, 2 მარცხი). 9 ქულით გუნდი მე-12 ადგილზე იკავებს და წინა ტურში ლივერპულის გამნადგურებელ პსვ-ს, რომელსაც დღეს თავად დაუხვდება, 1 ქულითა და 3 პოზიციით უსწრებს.


როიალ უნიონი - მარსელი


ბელგიელებმა წინა ტურში სენსაციურად გალათასარაი დაამარცხეს მისსავე სტადიონზე და 24 საუკეთესოში მოხვედრასთან ერთ ნაბიჯში არიან - გუნდს 6 ქულა აქვს და 25-ე პოზიციაზეა. მარსელს კი წინ ვეტერანი პიერ-ემერიკ ობამეიანგი უძღვება, რომელმაც წინა ტურში ნიუკასლს დუბლი შეუსრულა და თავის გუნდს მატჩი მოაგებინა. მეტოქის მსგავსად, დე ძერბის გუნდსაც 6 ქულა აქვს.


ტოტენჰემი - სლავია პრაღა


თომას ფრანკის გუნდი ამ სეზონში ყველა ფრონტზე არასტაბილურია და ლიგაზეც ყველანაირი შედეგის დაფიქსირება მოასწრო (2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი). ბოლო ტურში ლონდონელები 8-გოლიან თრილერში პსჟ-სთან 3:5 დამარცხდნენ. ამ ეტაპზე სპურსი 8 ქულით მე-16 ადგილს იკავებს. სლავია კი 3 ქულით მოგების გარეშეა და 31-ზეა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სლოტი: "წარმოდგენა არ მაქვს, ითამაშებს თუ არა სალაჰი კიდევ ლივერპულის მაისურით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სლოტი: "წარმოდგენა არ მაქვს, ითამაშებს თუ არა სალაჰი კიდევ ლივერპულის მაისურით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხმაურიანი ინტერვიუს პირველი შედეგი - ლივერპულმა სალაჰის დასჯა გადაწყვიტა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხმაურიანი ინტერვიუს პირველი შედეგი - ლივერპულმა სალაჰის დასჯა გადაწყვიტა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონი: "სალაჰი ჭკვიანია და იცის, რომ განაცხადში თავისი საქციელის გამო ვერ მოხვდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონი: "სალაჰი ჭკვიანია და იცის, რომ განაცხადში თავისი საქციელის გამო ვერ მოხვდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულში სალაჰის დასჯას განიხილავენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულში სალაჰის დასჯას განიხილავენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

სლოტი: "წარმოდგენა არ მაქვს, ითამაშებს თუ არა სალაჰი კიდევ ლივერპულის მაისურით"

News image

15 სთ წინ

ხმაურიანი ინტერვიუს პირველი შედეგი - ლივერპულმა სალაჰის დასჯა გადაწყვიტა

News image

8 სთ წინ

ალისონი: "სალაჰი ჭკვიანია და იცის, რომ განაცხადში თავისი საქციელის გამო ვერ მოხვდა"

News image

20 სთ წინ

ლივერპულში სალაჰის დასჯას განიხილავენ

კომენტარები