კრიშტიანუ რონალდუმ მე-1000 კარიერულ გოლზე დასმულ შეკითხვას ხუმრობით მიუდგა.
ჟურნალისტმა პორტუგალიელს სთხოვა, წარმოიდგინოს სცენარი, რომელშიც ის თავის მე-1000 გოლს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტანს და ჩემპიონი ხდება.
„როგორც ჩანს, ზედმეტად ბევრი ფილმი ნახე (იცინის), ეს ზედმეტად იდეალური იქნებოდა. რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ყველაფერი, რაც თქვით, რა თქმა უნდა მახარებს. თუმცა ნაკრები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული.
მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ყველაფერი ვთქვი და აღარ მინდა გამეორება - გოლების გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. მინდა მომდევნო მუნდიალზე ვითამაშო, სხვა შემთხვევაში აქ არც ვიქნებოდი.
ეს ციფრები და ეს "ფილმი" თუ რეალობად იქცა - კარიერას უმაღლეს მწვერვალზე დავასრულებდი, თუ საჭირო გახდებოდა." - აღნიშნა ალ ნასრის ფორვარდმა.
ამჟამად რონალდუს ანგარიშზე 953 გოლია.