საქართველოს ნაკრები შეეცდება თავისი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო კამპანია ესპანეთის წინააღმდეგ გამოასწოროს, რომელიც ისტორიის შესაქმნელად ემზადება.
მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები სერიოზულად შეირყა ბოლო ტურებში მიღებული ზედიზედ მარცხების შემდეგ, მათ შორის იყო დამამძიმებელი 4:1 წაგება თურქეთთან გასულ ტურში. ამ წარუმატებლობამ პრაქტიკულად დაასრულა მეორე ადგილისთვის ბრძოლა, რომელსაც თურქები ამჟამად იკავებენ და შემდეგ ტურში ბულგარეთს ხვდებიან, რომელსაც ამ საკვალიფიკაციო ციკლში ერთი ქულაც არ აქვს.
საქართველო თეორიულად მაინც ინარჩუნებს პლეი-ოფში გასვლის შანსს, თუმცა ამისთვის ესპანეთთან გამარჯვებაა აუცილებელი. მიუხედავად სირთულეებისა, ქართველ ქომაგებს შესაძლოა კვლავ აქვთ სასწაულის იმედი, გუნდი ბოლო საშინაო მატჩში (3:0 ბულგარეთთან) გაიმარჯვა და ასევე ბოლო 21 საშინაო თამაშიდან 13 მოიგო (ფრე 5, წაგება 3).
იშვიათად მიეცემოდა ესპანეთის ნებისმიერ გუნდს შანსი, რომ ისტორიული ოქროს ეპოქის რეკორდი გაეუმჯობესებინა, მაგრამ ამ გუნდმა ოფიციალურ მატჩებში ჩატარებული ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია გაიმეორა - 29 თამაში (24 მოგება, 5 ფრე). ბულგარეთთან 4:0 მოგების შემდეგ ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარონ, თუკი თბილისში მოიგებენ.
ფურია როხას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნაკლო შედეგი აქვს (4 მოგება), თანაც გაიტანეს 15 გოლი და არცერთი არ გაუშვიათ, ხოლო გამარჯვება თბილისში მათ ზედიზედ მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანს.
ურთიერთშეხვედრების ისტორია
გუნდები ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვდნენ, საიდანაც საქართველო რვაჯერ დამარცხდა (1 გამარჯვება) და ბოლო ხუთ დაპირისპირებაში სულ 20 გოლი გაუშვა.
ცხელი სტატისტიკა და სერიები
საქართველომ ოთხიდან სამ საკვალიფიკაციო შეხვედრაში გოლი 25-ე წუთამდე გაუშვა.
საქართველომ ბოლო ხუთი საშინაო მარცხი მაშინ განიცადა, როცა პირველ გოლს უშვებდა - ეს სერია 2021 წლის მარტში ესპანეთთან 2:1 წაგების შემდეგ დაიწყო.
ესპანეთს ბოლო ხუთივე გასვლით მატჩში 2+ გოლი აქვს გატანილი.
ფურია როხას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო რვავე მატჩი მშრალად აქვს მოგებული, ეს კი მათი საუკეთესო სერიაა.
საკვანძო ფეხბურთელები და დანაკლისი
საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია, გასულ შაბათ-კვირას ლიონთან გაიტანა, ხოლო ნაკრებში ბოლო სამ საშინაო მატჩშიც თითო გოლი მიითვალა. რაც შეეხება ესპანეთს, მიკელ მერინო შესარჩევ ეტაპზე განსაკუთრებულად შედეგიანია - ოთხ მატჩში ექვსი გოლი აქვს და არცერთ ევროპელ ნახევარმცველს ამ კამპანიაში მეტი არ გაუტანია.
საქართველოსთ მხრიდან ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ოთარ კაკაბაძე, გუნდის ვარსკვლავი გიორგი მიქაუტაძე, გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიცირებულია. ესპანეთის შემთხვევაში მთავარი ყურადღება 18 წლის ლამინ იამალზეა, რომელიც პედრისა და როდრის მსგავსად, ამ მატჩს გამოტოვებს.
საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველო vs ესპანეთი - ვინ იქნება მსაჯი?