სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ესტონეთისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი შვედეთის ქალაქ გიოტებორგში გაიმართა.
თამაშში ანგარიში მე-17 წუთზე მაქსიმ კალიმულინმა გახსნა. ტაიმის ბოლოს კი ოსკარ პიჰელას გოლით ქართველებმა წონასწორობა აღადგინეს.
ეს ანგარიში ჩვენს გუნდს აწყობდა და ვასილ მაისურაძის ბიჭებმა მატჩის ბოლომდე მიყვანა სწორედ ამ შედეგით მოახერხეს.
საქართველოს U19 ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში გავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
ჯგუფში პირველი ადგილი ნორვეგიამ დაიკავა 9 ქულით, მესამეზე ესტონეთი გავიდა 4 ქულით, შვედეთმა კი 0 ქულით დაასრულა ასპარეზობა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები