ინიგო მარტინესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი დაიხურა - ესპანელი ფეხბურთელი ბარსელონასთან კონტრაქტს გაწყვეტს და ალ ნასრს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მხარეებმა 1-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ბარსელონა ინიგო მარტინესის სანაცვლოდ თანხას არ მიიღებს - ფეხბურთელი კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად ტოვებს.
34 წლის ინიგო მარტინესი ბარსას 2023 წელს უფასოდ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ბილბაოსთან კონტრაქტი ამოეწურა.