საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, გუნდისთვის კილიან მბაპეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რეალის სუპერვარსკვლავმა უკრაინასთან გუშინდელ მატჩში ორი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
VIDEO: მბაპეს მორიგი დუბლი ნაკრებში - საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა
„მას ყველაფერი კარგად აქვს. ფიზიკურადაც და მორალურადაც პიკზეა. მას შემდეგ, რაც კაპიტნის სამკლაური მიიღო, თავის საქმეს ორმაგად კარგად ასრულებს. ის არამარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ გუნდის გამაერთიანებელიც არის. ეს მისი ლიდერული თვისებების ნაწილია. ის სხვებს უსმენდა და სწავლობდა.
საფრანგეთის ნაკრები ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება, როცა ის შემადგენლობაშია. მბაპე მიზნების მიღწევაში გვეხმარება. დღეს მან მოედანზე ყველაფერი იდეალურად შეასრულა - როგორც ფეხბურთელმა და როგორც კაპიტანმა." - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა.