ამერიკული გუნდის, სიეტლ რეინის მთავარი მწვრთნელი ლორა ჰარვი ამბობს, რომ ეროვნულ ქალთა საფეხბურთო ლიგის (NWSL) მიმდინარე სეზონში ტაქტიკის შთაგონებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ სერვის ChatGPT-ს დაეყრდნო.
„ერთ დღეს სეზონის წინა პერიოდში ChatGPT-ში ჩავწერე რაღაცები, მაგალითად: ‘რა არის სიეტლ რეინის იდენტობა?’ და მან მიპასუხა.“ - თქვა ჰარვიმ Soccerish პოდკასტში.
„შემდეგ ჩავწერე: ‘რა ფორმაციით უნდა ითამაშო, რომ NWSL-ის გუნდები დაამარცხო?’ და მან ჩამომიწერა ყველა გუნდი ლიგაში და მიუთითა, რა ფორმაციით უნდა მეთამაშა მათ წინააღმდეგ.
ორ გუნდზე კი მითხრა, ‘უკანა ხუთეულით უნდა ითამაშო.’ და მეც ზუსტად ასე გავაკეთე. არ ვხუმრობ, სწორედ ამიტომ მოვიქეცი ასე.“ - განაცხადა ჰარვიმ.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი მატჩი რჩება და რეინი 14-გუნდიან NWSL-ში 25 მატჩში 10 მოგებით მეოთხე ადგილზეა, რაც პლეი-ოფის ზონაა. ეს საგრძნობი პროგრესია წინა სეზონთან შედარებით, როდესაც გუნდი მე-13 ადგილზე გავიდა.