• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
UFC Freedom 250 - ჯო როგანის კრიტიკა და ტრამპის პასუხი
UFCUFC

UFC Freedom 250 - ჯო როგანის კრიტიკა და ტრამპის პასუხი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ის ჯო როგანის მოსაზრებას ეთანხმება მოახლოებული UFC Freedom 250-ის შესახებ.


მოსალოდნელია, რომ ცნობილი კომიკოსი და პოდკასტერი ამ სპეციალური ღონისძიების ტრანსლაციაზე იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტურნირი ტექნიკურად არ არის UFC-ის ნომრიანი ღონისძიება.

ეს იდეა ტრამპს ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში გაუჩნდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში UFC 309-ს დაესწრო და დანა უაითს თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე ბრძოლების ჩატარება შესთავაზა.

ზოგადად, ჯო როგანსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მიჩნეულია, რომ პოდკასტერმა დიდი როლი ითამაშა ტრამპის 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წარმატებაშიც.

მიუხედავად ამისა, როგანს Freedom 250-ის იდეა დიდად არ მოსწონს. თავისი პოდკასტის ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში მან განაცხადა:


დიახ, მე არ ვარ ამით აღფრთოვანებული... იქ ვიქნები, მაგრამ ეს არ მეჩვენება გონივრულ იდეად. ის მხოლოდ ყურადღების მისაზიდი ხრიკია.


როგანმა ასევე დაამატა, რომ ხალხი ამ ქარდს აკრიტიკებს, რადგან ორგანიზატორები მას „ყველა დროის საუკეთესო ქარდად“ აანონსებდნენ, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი უსაფრთხოების კუთხით ნამდვილი კოშმარი იქნება.

ჟურნალ TIME-თან ინტერვიუში, რომელიც დანა უაითს ეძღვნებოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა როგანის კომენტარს უპასუხა და ამ შეფასებას დაეთანხმა:


თავიდან ვიფიქრე, რომ ეს არ იყო კარგი ნათქვამი, თუმცა შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს მართლაც უბრალოდ ყურადღების მოსაზიდი ხრიკია. მაგრამ ეს კარგი ხრიკია, რაღაც ისეთი, რაც აღარასდროს განმეორდება.

არავის აღარასდროს ექნება იმის პრივილეგია, რომ მსგავსი რამ თეთრი სახლის წინ გააკეთოს. ეს იქნება ძალიან უნიკალური და საოცარი სანახაობა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავია ამერიკისთვის.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება

•UFC

UFC

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება
•UFC

UFC

ხაბიბის გუნდის ახალი წევრი UFC-ში - დაღესტნური დომინაცია გრძელდება

•UFC

UFC

ხაბიბის გუნდის ახალი წევრი UFC-ში - დაღესტნური დომინაცია გრძელდება
•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება - "მათ, როგორც იქნა, დამაფასეს"

•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება - "მათ, როგორც იქნა, დამაფასეს"
•UFC

UFC

ჯასტინ გეიჯის გეგმა ილია თოფურიას წინააღმდეგ

•UFC

UFC

ჯასტინ გეიჯის გეგმა ილია თოფურიას წინააღმდეგ
•UFC

UFC

News image

25 მაი, 2026

დვალიშვილი იანთან მესამე ბრძოლის თარიღს ელოდება

News image

26 მაი, 2026

ხაბიბის გუნდის ახალი წევრი UFC-ში - დაღესტნური დომინაცია გრძელდება

News image

26 მაი, 2026

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება - "მათ, როგორც იქნა, დამაფასეს"

News image

2 სთ წინ

ჯასტინ გეიჯის გეგმა ილია თოფურიას წინააღმდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება