პიოტრ იანთან გუშინდელი მარცხის შემდეგ, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და ქვეყანას დაუჯერებელი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.
გამარჯვებებისა და წაგებების დროს თქვენ მუდამ გვერდში მიდგახართ და ძალიან მადლიერი ვარ.
ბოდიშს გიხდით, რომ წაგებით იმედები გაგიცრუეთ, თუმცა გთხოვთ იცოდეთ, რომ 100%-ით დავბრუნდები უფრო ძლიერი და ომით დავიბრუნებ იმას, რაც მე მეკუთვნის.
ვინც ჩემი მდგომარეობით ინტერესდება - კარგად ვარ, უბრალო ნაკაწრებია. შევეცდები, ყველა მოწერილს ვუპასუხო, თუმცა თუ ვერ შევძელი, გთხოვთ იგნორს პირადად ნუ მიიღებთ. თქვენი შეტყობინებები მნიშვნელოვანია და ჩემთვის თითოეული მოწერილი ძალიან ბევრს ნიშნავს.
შაბათს ჩემი დღე არ იყო - იანი უკეთესი იყო და ვულოცავ მას და მის გუნდს ამ გამარჯვებას. თუმცა, ძალიანაც ნუ მოეშვები - მალევე დავბრუნდები და იმედი მაქვს, რომ რევანში რაც შეიძლება მალე შედგება.
მადლობა კიდევ ერთხლე ყველას და მალე გნახავთ." - წერს სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლი.