მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, მათე გოგობერიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
60 კგ.-მდე წონით კატეგორიაში, ქართველმა ჯუდოკამ ფინალამდე თურქი იუნუშ ემრე უსუნბოგა, ისრაელის წარმომადგენელი იონათამ ვექსლერი და პოლონელი კსავერი იგნასიაკი დაამარცხა.
მათე ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლა სომეხ ვაჰე აღასიანთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე პირველი მედალი სწორედ გოგობერიშვილმა მოუტანა, მოგვიანებით ასევე ვერცხლის მედალი მათე ბერუაშვილმა (73 კგ.) მოიპოვა, ხოლო ნინო ლოლაძე (57 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ტურნირის პირველ დღეს ჩვენი ქვეყანა ნინო წიკლაურმა (57 კგ.) და გიორგი ლოლაძემაც წარმოადგინეს. ლოლაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა.