კოპა ლიბერტადორესის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში რასინგმა საკუთარ მოედანზე ფლამენგო მიიღო.
პირველი მატჩი ბრაზილიელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრის წინ კი არგენტინელთა გულშემატკივრებმა საოცარი პერფორმანსი მოაწყეს.
ასეთი დახვედრის მიუხედავად რასინგმა გამარჯვება ვერ შეძლო, მატჩი 0-0 დასრულდა და ფინალში ფლამენგო გავიდა.
ფელიპე ლუისის გუნდი ფინალში სავარაუდოდ ეკვადორულ LDU კიტოს შეხვდება, რომელმაც პირველ მატჩში პალმეირასი 3-0 დაამარცხა.